თვალებში ციცქნა მიზის მარცვალი ..


 თვალებში ციცქნა მიზის მარცვალი
და მისი ჩუმი სუნთქვა მაშინებს.
წუხელგაჩარხულ სიტყვებს ვაწვალებ
და ნაწიბურებს ვუშალაშინებ.
ხვალ ისევ წავა გამონაზამთრი
და აპრილამდე დააგვიანებს.
ამ ლექსებს ისევ გულში გადავყრი
და გულს ჰაერზე გავანიავებ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი