ჰამლეტი
სამოთხის წყლიდან გამოპარულა ეს ნაკადული, გამოჰყოლია მთვარის გრილ წვიმებს შენს შესახვედრად, შენს მაცდურ ტბებში ჩასაკარგავად. როგორ მღერიან ალუბლები შუაღამისას უხმოდ,უცრემლოთ_სიხარულის წითელ სიმღერებს, ან ვის რა ესმის_ცარიელი ქვეყნის ბოლოში გულჩათხრობილი კაცის ნაბიჯის, ან ზღვის ნაპირას გამორიყული ჯოჯოხეთის ორი ნიჩბის ხვეწნა მარადი, ან ვინ შეჰყურებს რა მდუღარე სისხლი მოწვეთავს ჩემი სიტყვების გამსკდარ გულიდან.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი