თამაზ ბაძაღუა - ფოტო

თამაზ ბაძაღუა

პოეტი, დრამატურგი

ჩემი თვალების და ცრემლების დიად სიღრმეში..

ჩემი თვალების და ცრემლების
დიად სიღრმეში
ჩასახულია ნაცნობი და უტყვი სამყარო
და ბუნდოვანი სახეები, როგორც ზმანება
მოდიან ჩემთან, ხელს მართმევენ, მეფერებიან.
მე მეშინია და გავრბივარ და ვიკლაკნები
ცეცხლის გრიგალში გამომწყვდეულ ანგელოსივით
და იდუმალი ხმა ჩამესმის,-
მე შეგქმენი არაფრისაგან.
რა გამწარებით იწოვს სიცივეს
ხრწნილების სუნით მთრთოლავი კუნთი,
და ბოლო და უკვდავი წუთით
მარადისობის შეკრას ფურცელი.
შეკრას, შეივსოს და გამთლიანდეს
რაღაც მყარით და რაღაც უცვლელით.
იქ-არც ღალატი, იქ-არც ნაღველი,
იქ-დიად წყალზე დაღვრილი ლილა
და შორი შუქი, თოვლივით რბილად...
იქ-არც დღეს...არც დღეს, არც ხვალ და გუშინ,
თვალები, როგორც უფსკრულის გულში
თენდება უფრო მაღალი დილა