გადმოწერა: PDF

თამაზ ბაძაღუა - ფოტო

პოეტი, დრამატურგი

დიდი ხანია გადამიჩვია..

დიდი ხანია გადამიჩვია

აღფრთოვანებამ,

დიდი ხანია სიხარული

ჩემს გულში არ აფეთქებულა,

არ წაუხვეტავს თავის გზაზე

მყუდროება, ყოყმანი დაჩუმი სიფრთხილე,

და სულიც თავის შიგნით ცხოვრობს,

და რამეც თავის შიგნით ტირის,

და ვარსკვლავიც მხოლოდ თავის შიგნით ანათებს.

ჩვენ ბოლო კოცნა თოვლს დავასწარით

და თოვლმა ვეღარ იზეიმა

ბედნიერება ჩვენი მწყობრი ნაფეხურების.