თამაზ ბაძაღუა - ფოტო

თამაზ ბაძაღუა

პოეტი, დრამატურგი

მაინც დაშორდა გულგრილ თანხმობით..

მაინც დაშორდა გულგრილ თანხმობით
ღიმილი ღიმილს, მაგრამ უეცრად
ჩვენ შევეჩვიეთ ამ სიცრუესაც,
ვით გულწრფელობის ხეზე დამყნობილს,
ვიგემეთ მისი ტკბილი ნაყოფი.
და დარჩა მაინც... იქნებ სინდისთან
შეგუებული წმინდა ცდუნება,
რომელიც ძალს იკრებს ბინდისას
და მთელი რამე გტანჯავს უვნებლად
მღელვარე მზეში დასაბრუნებლად...
თითქოს არ იცის, რომ ყველა სასჯელს
თვითონ იმზადებ შენი თავისთვის,
რომელიც უფრო მძიმეა ასჯერ
და ასჯერ უფრო მწარედ განიცდი,
რათა ვით დამღა, ზედ გულზე დარჩეს.
და ალბათ მაშინ; რაღც დიადი
აღაგზნებს ძარღვებს-ფრთხილად და
მწარედ,
რომ შეიკუმშოს და გამთლიანდეს
ის დრო და სივრცე- ჩვენ რომ
დავტოვეთ
ჩვენი სულის და სხეულის გარეთ.