ნუ მობრუნდებით..


ნუ მობრუნდებით-
დღეს ამ კედლებმა
დაიმახსოვრეს თქვენი თვალები,
დაიმახსოვრეს თქვენი ღიმილი.
მე ხომ გითხარით,
აქ ვერაფერს ვერ იპოვიდით,
ვერც ეგზოტიკურ პეიზაჟებს,
ვერც მრჭყვიალა მონეტებს,
ვერც იდუმალი სინათლის კრთომას.
ჩემს ძარღვებშია დალექილი ახლა ის ცოდვა
და ღამით,
როცა მთვარე მაწვალებს,
ფანჯრებივით იღება ტკივილი.
სული კი ცარიელია
და ქუჩა-ქუჩა დაძრწის,
როგორც მოხეტიალე მევიოლინე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი