თამაზ ბაძაღუა - ფოტო

თამაზ ბაძაღუა

პოეტი, დრამატურგი

ძველი სასტუმრო ,,ამეთვისტო\"..

ძველი სასტუმრო ,,ამეთვისტო\": ხვეული კიბე-
ჩვენ იმ კიბიდან გადავედით XX საუკუნეში,
ჩუმად დახრილი თვალების შუქით
თხელი თითებით-ათრთოლებული მოაჯირს რომ ეხუტებიან,
კაბის კალთის მორცხვი გაწევით-
ჩვენ იმ კიბეზე ვიდექით დიდხანს
პატრიარქალურ დისტანციით დაშორებულნი
რაღაც სხვა შუქის მოლოდინში, რომელიც ჩაქრა.
და თითქოს ორი საუკუნით ჩამოვრჩით კიბეს
მაგრამ ის კიბის ყავისფერ ფონზე
უფრო მკვეთრად ჩანდა ოთახი:
ღია, ფარდებჩამოშვებული,
სადაც გიჟივით გაიცინა ტკბილმა სიყალბემ.