თამაზ ბაძაღუა - ფოტო

თამაზ ბაძაღუა

პოეტი, დრამატურგი

როცა თვალები ცრემლებს იშრობენ..

როცა თვალები ცრემლებს იშრობენ
და ცრემლი ღამეს გულში ჩაიტანს
ვის შესთხოვ ნუგეშს?!... მხოლოდ ღვთისშობელს
რომ არაფრიდან და არსაიდან
მომიახლოვდეს შენი სიშორე.

რაღაც სხვა მზერა დაგეძებს მწარედ,
შენ კი დაჰყურებ ცრემლიან თვალებს,
და ცივად გნუსხავს თრთოლვა იმათი
ვინც გაგახედა სინათლის გარეთ,
ვინც მოგატყუა მწარე სიმართლით.

და სხვა სარკმელი იღება თურმე
და შენს კეთილ და ბუნდოვან სურნელს
იმ არარსებულ სარკმლიდან ვყნოსავ?