კვიპაროსი


დგას ზღვის პირას მოწყენილი
კვიპაროსი, ტანკენარი...

ფიქრს ათასფრად ირეკლავენ
ჰორიზონტის სარკეები...

და რეიდზე ირწევიან
განაბული ტანკერები...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი