ბავშვების ჟრიამულით..


ბავშვების ჟრიამულით და მამების ფაფხურით
გავსებული ზაფხული, მიილია, მიწყნარდა...

ვიღაც სარკმელს ფიცრავდა...

შეიცვალა ამინდი...

წამოვიდა წვიმა და
აკისკისდა კრამიტი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი