რაღაც რომ ხდება უცნაური..


რაღაც რომ ხდება უცნაური,
მარტო შენ იცი,
გსურს, სხვებსაც უთხრა, გააფრთხილო,
არ კი გაცლიან...
ბოლავს სამყარო,
გარდაცვლილი ბუნება იწვის...
შემოდგომაა _
განშორება
და
კრემაცია...

როგორც მახლობელ ჭირისუფალს, შავი გაცვია,
გარეთ კი მშვიდად მოღიმარი ზამთარი იცდის...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი