გადმოწერა: PDF

ახატავენ ვარსკვლავები..

ახატავენ ვარსკვლავები
ცის კრიალა ტიხარს
შემოჯარულს ირგვლივ
ათასნაირ ნიღაბს,
საქორწილო გვირგვინს,
საწამლავის ჭიქას,
აყვავებულ აკაციას _
თეთრპერანგა მხედარს...

სარკმელთან დგას დედა
და ყველაფერს ხედავ,
ვინა ხარ და რა კაცი ხარ...

ცაზე ყვავის აკაცია...