კიდევ რამდენ ხანს ..

კიდევ რამდენ ხანს მეყოფა,
ნეტავი, მაინც ვიცოდე,
ეს მოგონილი შლეგობა,
ეს მოგონილი სიცოცხლე.
იქნებ წერილი მაღირსო,
სულ ერთი სიტყვა ღარიბი;
ნელა ჩაივლის აგვისტო,
ფეხმძიმე დედოფალივით...