ცაზე წითლად ღვიოდა..

ღრუბლის ნაზი ფთილა,
თითქოს საიქიოდან
გადმოსული ფრთხილად.

თითქოს რაღაც იცოდა,
რაღაცის თქმა სურდა...
სიჩუმეში ისმოდა
ღმერთის წყნარი სუნთქვა...