მე შემრჩა შენი სურათები..


მე შემრჩა შენი სურათები,
როგორც ფოთლები
დასიზმრებული შემოდგომის...

დადგა სიჩუმე...

დამთავრდა ომი...

ცრემლმა წაშალა
ღიმილის გრიმი...

ცა, მინასავით შენაორთქლები,
აჭრელებულა
სიმარტოვის იეროგლიფით...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი