ვერ გამოვძებნე შენთვის ადგილი..

ვერ გამოვძებნე შენთვის ადგილი
ამ კარჩამოხსნილ, ცარიელ გულში,
დაგკარგე კიდეც ასე ადვილად,
ასეთი ტანჯვით ნაპოვნი გუშინ.

როცა გაქრება ის, რასაც ვუძლებ,
ჩამოილევა სიზმარი ავი,
მხოლოდ ამას გთხოვ _ იქნებ შენს მუხლზე
ესვენოს ჩემი დაღლილი თავი...