ათი წელი გაილია..
ათი წელი გაილია, გაქრა, ათი _ ავდრის ღრუბელივით წელი, მესიზმრება ბიჭვინთა და გაგრა, მტკივა, როგორც მოკვეთილი ხელი. თითქოს მათი კვნესა მესმის შორით, თითქოს მათი სუნთქვა მოაქვს ნიავს და ზღვის პირას, ჩემი სულის სწორი, ფრთაშეჭრილი ანგელოზი გდია...