0 486

გარინდებულა ზღვა უცნაურად ..


გარინდებულა ზღვა უცნაურად,
გული წასვლია თითქოს სინაზით,
გამოურიყავს ნელი ხმაური,
მისვენებულა გამთბარ სილაზე.
ზღვა მხოლოდ ოდნავ, ოდნავ ჩურჩულებს
ჩუმი და წმინდა ტალღების ჩქამით,
მაგრამ მის გულში სძინავთ ურჩხულებს,
რომლებსაც ძილი არ უნდათ ღამით,
როგორც სურვილებს უხმო წვალებით
გაფითრებულნი ძლივს რომ იძვრიან...
მე მომაგონა ამ ზღვამ თვალები,
ჩემთვის ძვირფასი ქალის თვალები,
რომლებიც თურმე მე ვერ მიცვნია
კომენტარები (0)