სისხლში ნაფერი ხმლები ელავდნენ ..

სისხლში ნაფერი ხმლები ელავდნენ,
ცხრა ძმაც გასჩეხეს, როგორც ნაძვნარი...
მე ვარ მეათე, _
ხმლით ნაკოდი და მარაბდული მზით გადამწვარი!
მე ვარ მეათე, რომ ვერ დამტორეს,
ახლა წამოველ მგლისფერ გორდითა,
ვაიმე ძმანო, სად მიგატოვეთ,
ცოტა ხანს კიდევ გაუმკლავდით
და მეც მოვდივარ!