არაადეკვატური რეაქცია


სათქმელი აღარა მაქვს, სათქმელი დამელია.
ყველაზე ნამდვილი სათქმელი - დუმილია.
მეც წავალ, ცხადია. ნეტავი თუ მელიან!
ყველაზე დიდი მოლოდინიც- დუმილია!
რაღა დროს ზარია, რაღა დროს ყურმილია -
ყველაზე ბრძნული საუბარი - დუმილია!
ნეტა არ შემესვა, ნეტა არ დამელია -
ყველაზე ტკბილი სასმელიც - დუმილია!
მთავარი განა მზე, მთავარი - ღამეა,
სოკრატეს მთავარი სათქმელიც - შხამია!
ის წიგნიც - ბლეფია, ეს ლექსიც - ტყუილია! -
ნამდვილი სათქმელი - ჯვარცმულის დუმილია!
ეს კიდევ -ვითომდა ჭკვიანი ფუტურო -
ეს ისევ ხელებს შლის - რაღაცას ბჟუტურობს...
შევცქერით ტორტის ვარდისფერ ტრაპეციას.
ვდუმვართ. დუმილი - ღმერთების ტრაპეზია.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი