არათანაბარი ქორწინება


ღალატის სუსხმა, ჭორების ქარმა
დააძაბუნა მოხუცის კარმა!
ის, რაც შეუნდო ქალს - როგორც კაცმა
ვერ აპატია ცოლს - როგორც ქმარმა...

ახლაც - მოხედა შერცხვენას ჩავლილს
და სულ უბრალოდ იძია შური:
ცოლის დასხმული - გაცივდა ჩაი,
ცოლის მოწვდილი - არ ჭამა პური...

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი