0 1816

ბუხარში დასაწვავი ლექსპრომტი


რას ნახავდა უკეთესს! -
გაიხედა: უკვე თოვს!
ცოტა შეფიქრიანდა -
ბუხარს რა შეუკეთოს!
გაახსენდა - ლირიკა
დიაცია სიძვისო,
თან, წარმოგიდგენია? -
დიდებულად იწვისო...
რაც კრიტიკამ უქო და
რაც კრიტიკამ უძაგა -
ერთიცა და მეორეც
ცეცხლში გადაუძახა.
ამ ბუხრების ამომყვანს
ღმერთმა ხელი უკეთოს!

უკვე იწვის. უკვე წუხს.
უკვე სტკივა... უკვე თოვს...
კომენტარები (0)