0 1375

დედაჩემი - სამაგალითო დიასახლისი


ქრისტე არ ხარ, მაგრამ ერთხელ
მოშიებულ ას კაცს
სულ უბრლოდ გაუყავი
ერთადერთი პასკა!

პასკა რაა! - სუფრა მახსოვს
ასჯერ უკეთესი:
ას მშიერ კაცს ამყოფინე
ერთადერთი თევზი!

იქნებ თავად მაცხოვარსაც
შეოარვოდა შური:
ას მშიერ კაცს უწილადე
ერთი დედას პური!

ერესია შედარება
მოკვდავის და უფლის,
მაგრამ თუკი უფალია
შემწე შენი სუფრის?!.

არ ენახოს შენს ნაშიერს
შიმშილი და ომი! -
შენს ნაშიერს, შექმნილს შენი
ღვთაებრივი ცომით...

შენ რომ იცი, სხვამ ვინ იცის
სუფრის უცებ გაშლა!
ხედავ? - სიტყვას ვერც ვამთავრებ,
პირებს გვიწვავს ხაშლა...

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)