0 700

რეპლიკა


უმრავლესობა... - ქრისტე ჯვარს
უმრავლესობამ აცვა,
და სოკრატესაც ის შხამი
უმრავლესობამ ასვა!
მე შენს ხროვასთან რას გავხდე -
მთათხეთ, ესა ვარ, რაც ვარ!
რაც იცით, მაგრა გამოგდით -
მოკვლა. დაჭრა. დაწვა...
იცით თვალთვალი. ჭიტინი.
საკნის კარების რაზვა...
იცით, საწყალმა ტუსაღმა
რა თქვა, რა ჭამა, რა სვა...
უმრავლესობის წევრი ხარ.
სული იმათით გიდგას.
უმრავლესობა... ქრისტე ჯვარს
უმრავლესობამ აცვა...

თვით სოკრატესაც ის შხამი
უმრავლესობამ ასვა...

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)