წარმავალობა


ეს ქვეყანა - მაკრო და ის ქვეყანა - მიკრო და
მისი ავანცავანი - მიქროდა და მიქროდა...

ყელი ყელს და მკერდი მკერდსმიტმასნოდა, მიკროდა.
მაგრამ დროც და ქვეყანაც მიქროდა და მიქროდა!

ქალაქი უსისხლოთა, ქალაქი უჯიგროთა,
ქალაქი უგულოთა - ის ქალაქიც მიქროდა!

ცოცხალ საფლავს ცოცხალი ყვავილები მიყროდა,
საფლავიც და ყვავილიც - მიქრო-მიქრო-მიქროდა!

არავის არ ადარდებდა, იქ რომ ძმა და იქ რო და
ღვრიდნენ ცრემლებს მდუღარეს - ის ცრემლებიც მიქროდა

ბევრდ ეგონა: ვერცხლი და ალმასი და ოქრო და
სხვაც - საუნჯე ათასი - მხოლოდ ჩვენსკენ მოქროდა!

ეს ქვეყანა - მაკრო და ის ქვეყანა - მიკროდა
მისი ავანჩავანი - მიქრის, როგორც მიქროდა...

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი