წვიმა


სასაურველი მასალა პროვინციული
გაზეთების ბოლო გვერდისათვის

_ ორმოცი წლის წინ, საჰარაში, ზღვის თევზების
წვიმა მოსულა, ცვივოდა თურმე ციდან ლიფსიტა:
ჭანარის, კობრის, ქაშაყის, კეფლის...

_ ოცდაცხრა წლის წინ, ცეილონზე მონეტების
წვიმა მოსულა. ცვიოდა თურმე ციდან ფულები:
შილინგი, პესო,
ავღანი, ლევი, ტუგრიკი, ზლოტი, მანეთი, მარკა..

და ფეხშიშველა გლეხის ბიჭები, მაღალ პალმებს
შეფარებულნი, იცინოდნენ და ბოჭავდნენ ფულებს...

_ უკეთესს გეტყვი: იმ წელს, მარტში, ნამდვილი
ცრემლის წვიმა მოსულა. ცვივოდა თურმე ციდან
ცრემლები: მოხუცის,
ბავშვის, კაცის, ქალების... და წვიმდა თურმე
კოკისპირულად.
წვიმდა,
წვიმდა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი