დაგავიწყდი..


დაგავიწყდი... დაგავიწყდა,
დაგავიწყდა, დაგავი... -
ასი დღეს და ასი ღამე
ჩემს მკლავზე რომ დაყავი.

ჩამოწერე, როგორც ძველი
ზღაპარი ან იგავი -
ის ასი დღე: მე რომ - შენი,
შენ რომ - ჩემი იყავი.

რომ ეგონე მთელ ქვეყანას
ჩემზე გადაგებული -
სურათიც კი არ გვაქვს ერთი -
ერთად გადაღებული.

ვერაფრით ვერ დაგივიწყებ,
ვერაფრით ვერ დაგივი...
ველი მკერდზე შენს შეხებას -
ძველი იატაკივით...
1 კომენტარი

♥️

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი