ეს ვიწრო ტახტი..


ეს ვიწრო ტახტი -
სიყვარულის ზიარჭურჭელი!

რომც იყოს: ერთში - ნექტარი მეტი,
და მეორეში - შხამი,
ხომ სულ ერთია - ეს ყველაფერი
გათანაბრდება ღამით!
თუმც, რატომ ღამით! - ხომ შეიძლება
აღდგეს ბალანსი დღისით! -
მხურვალე კოცნამ თავისი საქმე
გადასარევად იცის...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი