ნეტავი ადამს ევასთვის..

ნეტავი ადამს ევასთვის
თუ გაუსინჯავს სიცხე,
ან ევას ადამისათვის
გაუზომია წნევა!
ცხოვრობდნენ ორნი. მარტოკა.
ერთმანეთისთვის. მშვიდად.
ევას უყვარდა ადამი.
ადამს უყვარდა ევა.

და რაკი იყო ო რ ი,
არ არსებობდა ჭ ო რ ი!
სად იყო ადიულტერი
და ის - მესამე. შტერი.
ვერ გაგვიგია ფასი
ტყუილისა და მართლის -
გვშურდეს თუ არა მათი...
გვწამდეს თუ არა მათი...