შენ დღემუდამ ითვლი ფულს..


შენ დღემუდამ ითვლი ფულს!
მე დღემუდამ ვითვლი პულსს!
მაინც შურით უცქერი
ტრაპეზს ჩემსას, ღარიბულს!
რაც მე მიყვარს - ის შენ გძულს!
რაც შენ გიყვარს - ის მე მძულს!
შენ მხოლოდ ერთს - უვლი ხორცს!
მე მხოლოდ ერთს - ვუვლი სულს!

აი, ახლაც - მე ვთვლი პულსს!
აი, ახლაც - შენ თვლი ფულს!
რა ამღერებს, ვიცოდე,
გალიაში შენს ბულბულს!
რომ მიყურებ განაბულს,
მე პულსს ვითვლი, განა ფულს!
შენს მომავალს ფუტუროს
ვჭვრეტ გასიგრძეგანებულს...

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი