1989

უცნაურია! რა ტკივილს უძლებ,
რა გაჭირვებას,
რა ვალს!
ძვირფასო ჩემო! მრავალ ახალ წელს!
მრავალ ახალ წელს!
მრავალს!

კვლა ნათესავი მოვალს ახალი
და ვით მოსულა - წავალს!
მომილოცნია! მრავალჟამიერ!
მრავალ ახალ წელს!
მრავალს!

გულს ნუ აყვები და დროზე ადრე
ნუ შეიმოკლებ სავალს!
მრავალჟამიერ! მრავალ ახალ წელს!
მრავალ ახალ წელს!
მრავალს!

კვლავ ემსახურე რუსთაველს შენსას,
შენს მერჩეულეს და მროველს,
ილია მართალს,
მართალ აკაკის...
მრავალ ახალ წელს,
მრავალ...

როდენს უცქირე,
შოპენს უსმინე,
უსმინე ბახს და რაველს...
მრავალჟამიერ! მრავალ ახალ წელს,
მრავალ ახალ წელს,
მრავალს!

წყარო: litklubi.ge