0 1370

BBS – 979


შენი მანქანა, შენი მანქანა
არის ლამაზი, ისე ლამაზი!
ისე უხდება, ისე უხდება,
გნუ რომ ახტება ცისფერ ლიმუზინს!
ტყისპირას სოკო მოჩანს იმდენი,
თითქოს აფეთქდა ლოს ალამოსი!
წვიმამ დაძენძა და დაამძიმა
სამასწლიანი მუხის სამოსი...

შენი მგზავრი ვარ - ცისფერ ლიმუზინს
უნდა გამოვყვე დღესვე მაქეთკენ!
როგორც გინდოდეს, ისე ატარე -
თუ გინდ, სულაც ცას მიმახეთქე!
ოღნდ როგორმე დღესვე ვეწვიო
მაგ გადარეულ, მღვრიე მანჰეტენს,
ოღნდ მაგ უცხო გზებზე მატარე,
მა მოედნების ბუღში მახეტე...

კისკისებს სინდი, ღიღინებს ბარბი,
ართობს გოგონებს აპოლო - კენი!
აწვება ბრიზი ვარდისფერ პარპრიზს,
აბრუნებს საჭეს ვარვარა ხელი! ...
სეირნობს ფიქრი ოცნების პირას -
დასტოვა ქუჩა, ქალაქი, სახლი.
აშენებს სიცხე ვეება მირაჟს...
მიჰქრის მანქანა და მოგვდევს ძაღლი...

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)