0 2865

აგვისტო. სიცხე. ფიქრი.


მთლად მოილია ხურმალზე ბალი,
ჩალა ზუზუნით გასძახის ჩალას,
და ნიავს, როგორც ჟანგბადის ბალიშს,
სუნთქავს ხვატისგან დაჭმული ჭალა,
და დასალიერს, მოთხვრილს პომადით.
თვალებს უკოცნის ირმის ღრუბელი,
მიცურავს ცაზე თეთრი ხომალდი,
და ხომალდს მართავს თეთრი უფალი,
და ღალატისგან რეტდასხმულ ბიჭებს
გულ-მუცელს უწვავს მხურვალე ქვები.
მე ვიხდი პერმში შეკერილ პიჯაკს
და ცოტნეს გვერდით თამამად ვწვები.

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)