გადმოწერა: PDF

თეა თოფურია - ფოტო

პოეტი, ჟურნალისტი და რედაქტორი

ბავშვობაში სიკვდილს ვგავდი თვალებით ..

ბავშვობაში სიკვდილს ვგავდი თვალებით,
ვისაც ენახა, ყველა მცნობდა.
მეკითხებოდნენ, სიკვდილის რა ხარო,
სიკვდილი შენი რა არისო.
მომწონდა,
გავიზრდები, სიკვდილი გამოვალ მეთქი,
ან პირიქით,
სიკვდილი გამოვალ და გავიზრდები-მეთქი.
დღესაც არ მახსოვს, რომელი გადავწყვიტე.