გადმოწერა: PDF

თეა თოფურია - ფოტო

პოეტი, ჟურნალისტი და რედაქტორი

დავრწყილობ, დავჭიანჭველობ ..

დავრწყილობ, დავჭიანჭველობ,
თავი ამომყავს ორმოდან.
მე სულ ზღაპარი მეგონა,
სულ სინამდვილე გამოდგა.
დავდივარ გამონაგონი,
ამ ორმოს სიგრძე-სიგანეს
ვერც ჩემი თავი ვაკმარე,
ვერც მწვერვალების სიმაღლე.
ავითლი ხელისგულებსაც,
ფასკუნჯს ჩავტენი ხახაში,
შემჭამე, ოღონდ როგორმე,
მიმაღწევინე სახლამდე!