ტყვია, ძვლები და ქვა-ღორღი ..


ტყვია, ძვლები და ქვა-ღორღი,
გველის ნაგესლი, ნაშხამი,
ეს არის ჩემი სადილი,
ბრძოლის ველია ვახშამი.

ცეცხლს ვანთებ, ქვაბსაც შემოვდგამ,
ურჩხულს ვხარშავ და გოლიათს.
ღამდება, დახოცილები
ბრძოლის ველიდან მოდიან.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი