თეა თოფურია - ფოტო

თეა თოფურია

პოეტი, ჟურნალისტი და რედაქტორი

ეს სიმყუდროვე ჩემი არაა ..

ეს სიმყუდროვე ჩემი არაა
და მაინც მეცნობა
ვერც მიზეზს ვუგებ, ვერც ვიჩერებ.
თითქოს გული გადამინერგეს.
ჩემი (წყალი რომ ჩაუვიდა ერთ დღეს
და ფეხსაცმელივით გადასკდა) ამოიღეს
და სხვისი ჩადეს, უფრო ჯანმრთელი.
მე კი თითქოს ის წუთი დამამახსოვრდა,
არც ერთი რომ არ მქონდა,
არც სხვისი, არც საკუთარი,
მშვიდად რომ ვიწექი...

წყარო: litklubi.ge