შამათი


საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს
და ვგრძნობ რომ მალე შამათი მელის
ანგელოზს ურჩსსა, ლამაზს და ამაყს
მოაქვს ბჭე ფიქრთა რომ ვგავდე ველურს.
ნუ აკვირდებით დატენილ იარაღს
მე თავს არ ვიკლავ, მე ვიკლავ სხეულს
საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს
სუ ერთი დღის ვარ, ბრმა, ყრუ და უქმი.
ჩემს თეთრ აკვანთან დემონი დადგა
და გაღიმებულ თოჯინას მჩუქნის.
საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს,
საფერფლეს ვავსებ ბინდისფერ ფერფლით,
თან ნაჩუქარი თოჯინა დამაქვს,
დღემდე თანდამაქვს, თანდამაქვს მკერდით.
ზეცავ ჩვენს შორის საღამო ჩადგა,
ბინდის ბილიკით შეგვიწყო ხელი,
საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს
და გამარჯვებულს შამათი მელის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი