1 5192

დღეს სხვებმა დალიონ! ..


დღეს სხვებმა დალიონ!
მე და შენ ფარდები დავუშვათ ემილი.
შორია ძალიან,

ხომ იცი არავინ არ მოვა.

ზღვისპირა სასტუმროს ფანჯრები დარაზე,
ფანჯრების იქით ხომ...
მერიმე დააგდე, ასეთი მარაზმი
არ უნდა იკითხო!
საფოსტო ყუთიდან გაუხსნელ წერილებს
ბავშვები გვპარავენ.
ნუ ღელავ, წაიღონ, დახიონ ემილი.
არ მოვა არავინ.
თუ იყო დასრულდა.
ავად ვარ ძალიან, 
ძალიან, ძალიან.
აბები, სტუმრემი, ღიმილი.... აბსურდი.
დღეს სხვებმა დალიონ!
კომენტარები (0)