გადმოწერა: PDF

ასე თავდება ჩემი ცხოვრება..

ასე თავდება ჩემი ცხოვრება,
იქ დუმილია და ქალი ცხოვრობს.
მწყურია ზეცის გამოთხოვება,
მთვარესაც მინდა გამოვეთხოვო.

მგონია ეს დრო სიკვდილს მავალებს,
ვწევარ და მინდა გავიდე ველად,
ვწევარ და კივის შორს ორთქლმავალი,
კივის და თითქოს თხოულობს შველას.

სიცოცხლე ქრება, მე რაღაც მშველის,
ქსელში გავები, როგორც ობობა.
მე ახლა ვწევარ და სიკვდილს ველი,
ეს ისევ კამოს სავადმყოფოა.8

ავად ვარ, თუმცა სიცხე კლებულობს,
თქვენც დაიღალეთ, ჩემო მკლავებო.
მშვიდობით, მთვარევ, გაყვითლებულო,
მშვიდობით, ზეცავ და ვარსკვლავებო.