ალლიდი ოტტო


მზე ნელა ჩადის და დგება ჩრდილი,
გარშემო ძველი ძეგლები დგანან.
ო, ვიღაც ქალი საფლავთან ტირის,
არყოფნის შიშმა მეც ამიტანა.

ქარმა ფოთოლი კვლავ შეარხია,
თანაც ბეღურამ ყივილი მორთო.
და ყვავილივით აგერ მარხია
უცნობი ქალი: ალლიდი ოტტო!
1 კომენტარი
სალომე ქირიაფილოლოგი3 წლის წინ

არყოფნის შიშმა მეც ამიტანა

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი