მატარებლიდან ქუთაისი


გაშლილია მოწყენილი შარა,
მე მივდივარ, ყველაფერი მორჩა.
მე მივდივარ მატარებლით ჩქარა
და შორიდან ქუთაისი მოჩანს.

იქ აგდია სადღაც ძველი ლოდი,
ჩემთან მორბის მატარებლის ჩრდილიც
და ვიგრძენი, რომ ზეციდან მოდის
სიხარული ამნაირი დილის.

ახლა მორჩა, დამავიწყდა ისიც,
ქარი მისდევს გაყვითლებულ ფურცლებს
ისევ ვდარდობ და სიმღერა ისმის,
და ძვირფასო, მაგონდები უცებ.

წყარო: www.gpoets.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი