გადმოწერა: PDF

დგას ღამეების შავი წერტილი ..

დგას ღამეების შავი წერტილი,
ახლა ჩემს წუხილს ეს ქუჩა ისმენს
ჩუმი ღამეა, გულდაწყვეტილი
ოთახისაკენ მივდივარ ისევ.

მივდივარ ისევ და ჯერ ღამეა,
და ჯერ სინათლე ცას არ ეტყობა.
და სადღაც ქალი მუდმივ წამებას
და თან სიცოცხლეს გამოეთხოვა.

დგას ღამეების შავი წერტილი,
ახლა ჩემს წუხილს ეს ქუჩა ისმენს
ჩუმი ღამეა, გულდაწყვეტილი
ოთახისაკენ მივდივარ ისევ.

წყარო: www.gpoets.com