ღმერთო! სიცოცხლის შუქი მაღირსე ..

ღმერთო! სიცოცხლის შუქი მაღირსე
დღეს ასეთია ჩემი პროფილი.
და მივალ ასე ცისფერ ბაღისკენ
და მივალ ასე გამოწყობილი.

და შენ მწუხარე არიას ისმენ,
ეს ყვავილები ვინ აურია.
და მე სიცოცხლეს ვუმღერი ისევ
და მე სიცოცხლე ისევ მწყურია.

ნისლია მხოლოდ ლაჟვარდის იქით,
ეს დღე წავიდა, აწი ღამდება.
მიმაქვს ეს ჩემი ძვირფასი წიგნი,
მიმაქვს ეს გული და ხრიზანტემა.

წყარო: www.gpoets.com