გაზაფხული

დღეს სხვანაირი მზის ამინდია
და მხვდება სახე ბევრჯერ ნახული.
და ახლა ისევ ერთად მიდიან
უზრუნველობა და გაზაფხული.

 დიდი ხანია, არ ვიცი სად ხარ,
და ზეცა უფრო ახლოა გულთან.
ზამთარი ნელა წავიდა სადღაც,
უკვე სითბოა და გაზაფხულდა.

წყარო: www.gpoets.com