მივყვები გაყინულ რიყეს ..

მივყვები გაყინულ რიყეს,
სიცივე ძაღლივით მიყეფს.

სიცივე ღელავს და მიტევს,
მე ვგავარ უთუოდ ქრისტეს.

ქალაქსაც ძვალ-რბილში უვლის
სიცივე დ თებერვლის სული.

სხვა ზეცა მპირდება ამინდს,
წმინდაო მაცხოვარ, ამინ!..

მივყვები გაყინულ რიყეს,
სიცივე ძაღლივით მიყეფს.

წყარო: www.gpoets.com