ვერ გიღალატე შენ, ჩემო თავო ..


ვერ გიღალატე შენ, ჩემო თავო,
ახლა სასწაულს მხოლოდ მე ველი.
და მე ვატყობდი: დრო მკლავდა, დაო,
და დრო მიჰქროდა შეუმჩნეველი.

თვალები სდუმდნენ და ცრემლებს ღვრიდნენ
და ნელა ქროდნენ წამები თრთოლვის.
იყო საღამო და უფრო ყვითელ
შუქის გარშემო ბრწყინავდა თოვლი.

წყარო: www.gpoets.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი