ორი აპრილი


ბათომი მისცეს და ორპირზე მოდის თათარი,
ატმის ყვავილით სისხლიანი სტირის აპრილი.
ყვითელ სატურნის უბედობით ავად გამხდარი,
პოეტის სულიც საქართველოს კუზად დახრილა.

უახლოვდება საუკუნის მას მეოთხედი,
ჰგონია, თითქო საქართველოს წინ დაიბადა.
საბედისწერო წუთს ელოდი, წუთო მოხვედი,
პიერო წუთით წითელ ქუდში გაგარიბალდდა.

თავზე დამნათის ჩემ ქალდეას ყველა ვარსკვლავი,
ვანქის ტაძართან სალოცავად მივედი მარტო,
მაშინ ტფილისმა კოშმარების გამიშვა მკლავი,
განვლილ ცხოვრებას ეშაფოტი რომ აღვუმართო.

საკუთარ თავის და ქალდეას ახალ შერცხვენის
ტანჯული ფიქრით სამუდამოთ მოვიქანცები.
ახ, მეგობრებო, ჩემი სული ჭვარტლია სხვენის,
ცრემლით სავსეა ჩემი წილი ჩვენი ყანწების.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი