სასაფლაოზე


აქ მოიტანეს, მოიტანეს ის განთიადზე,
ცხოველი ცრემლი არ დაღვრილა მგოსნის საფლავზე.
ის უცხო იყო. ყველასათვის და ყველა მისთვის,
ვის რა საქმე აქვს, რომ მღეროდა ის ჰიმნებს მზისთვის?
იყო, იმღერა... და ვით ყველა, საფლავს შთავიდა.
მოკვდა მის ხსოვნაც... განა ბრბოსთვის არის რამ წმინდა?
მაგრამ სიკვდილსაც, შავს სიკვდილსაც აქვს გაზაფხული
საფლავის მტვერშიც მზეს უმღერებს პოეტის სული.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი