0 1010

უდაბნოს აჯანყება


ეს არ არის ის უდაბნოს აჯანყება,
რომელსაც აწყობდა ლოურენსი,
როცა იმპერიალიზმი კარებს აწყდება
და აქლემს უნდა, რომ გაძვრეს ნემსში.
აქ თუ იქნება მეფე ფეისალა
იმნ საულ და ყველა მისთანები,
მხოლოდ იმიტომ, რომ შესვან სამსალა
და საღრჩობელაზე დაკიდონ თავები.
აქ არ იქნება აზრის განცხრომა
და ალ-ყურანის ბულბულთა კვნესა,
ეს უდაბნოა, რომელიც ომმა
სამოქალაქო ცეცხლად დაჰკვესა.
რაც მთავარია, ავტორს ასე სურს,
რომ ეს განკითხვის იყოს პოემა,
რომ ფეოდალურ მონობის წარსულს
ყუმბარის პატრუქს ალად მოებას.
რომ ყოველ სტრიქონს და ყოველ მის პწკარს,
ზოლებად აჩნდეს ანჩარის შხამი,
რომ ჯალათების ყელზე ამ ბაწარს
უფრო უჭერდეს დილა სისხამი.
რომ მისცეს ღარი ცრემლების გუბეს,
რაც ხალხს წამებით აქ დაედინა,
თუ კომინტერნის მონახავს უბეს
საბჭოთა დროშით მექა-მედინა.
გრიგალი გრიგალს ეხათქუნება,
რევოლუციას ცეცხლად შეერთვის,
ასე ახდება ძველი თქმულება
მოსჩანს გვიანი Lux Oruentis.
კომენტარები (0)